ავსტრიის ფინანსურმა მარეგულირებელმა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Raiffeisen Bank-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზანია დაადგინოს, ხელს ხომ არ უწყობს ბანკის მიერ დანერგილი KYC-ის პოლიტიკა ფულის გათეთრებას.
მარეგულირებელი, როგორც ჩანს, სამ კონკრეტულ ტრანზაქციას იძიებს, რომლებიც 2017-2020 წლებში შედგა და თუ ფულის გათეთრება დადასტურდა, Raiffeisen Bank-ი მიიღებს, როგორც რეპუტაციულ ზიანს, ასევე ჯარიმებს. Raiffeisen Bank-ის განმარტებით, ბანკი შესაძლო ბრალდებას უარყოფს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ Raiffeisen Bank-ი ერთ-ერთი ის დასავლური კომპანიაა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზრიდან არ გავიდა და ოპერირება განაგრძო. მეტიც, Raiffeisen Bank-ი უდიდესი დასავლური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციაში ოპერირებს. ავსტრიული ბანკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო აშშ-ის ხაზინამაც.