მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიიდან დაბრუნებული ქონების სააგენტოს დირექტორი Instagram-ზე პოსტს აქვეყნებს

5e6a2a732e3be
თელარა გელანტია
12.03.20 16:27
4509
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი დუგლაძე Instagram-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც დუგლაძე წერს, ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ავსტრიაში და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ თვითიზოლაციაში არ იმყოფება, რადგან ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი რეკომენდაციები არ მიუღიათ.

Instagram-ის პოსტზე გიორგი დუგლაძე არ აკონკრეტებს, ზუსტად რამდენი დღის წინ ჩამოვიდა ის ავსტრიიდან და მას შემდეგ, იყო თუ არა სამსახურში და შესაბამისად, ჰქონდა თუ არა კონტაქტი თანამშრომლებთან.

ცნობისთვის: როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ჩინეთის, იტალიის, ირანის და სამხრეთ კორეის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება და 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან საქართველოში ჩამოდის.

გიორგი დუგლაძის Instagram-პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ოჯახთან ერთად ვიმყოფებოდი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების ჩატარების მიზნით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ საბედნიეროდ, საქართველოში დაბრუნებულს არც მე და არც ჩემი ოჯახის სხვა წევრებს, არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება. ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ჩაგვიტარდა შემოწმება. ასევე არ გვქონია უშუალო შეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან. ამასთან, საქართველოში ჩვენი დაბრუნების პერიოდისთვის ავსტრია არ იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, თვითიზოლაციაში ყოფნის დამატებითი რეკომენდაციები არ მიგვიღია“, - წერს დუგლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები