მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი კომპანიებს, რუსულ გაზზე უარის თქმის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

649ab293ad3c7
მარიამ ვარადაშვილი
27.06.23 14:30
490
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრი ენერგოკომპანიებს მოუწოდებს, დააჩქარონ რუსულ გაზზე უარის თქმის პროცესი.

ენერგეტიკულ კომპანიებთან შეხვედრაზე ლეონორ გევესლერმა გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსული გაზისგან თავის დაღწევის პროცესი უნდა დაჩქარდეს. 

თავის მხრივ Gazprom-ის ექსპორტი მცირდება. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს რუსული გაზის ექსპორტის საერთო მოცულობა თითქმის განახევრდა. კომპანიის ინფორმაციით, დსთ-ს ქვეყნებს გარეთ რეალიზებული ბუნებრივი აირის მოცულობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, 46%-ითაა შემცირებული, კერძოდ, 185 მილიარდიდან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, უცხოეთში გაზის ექსპორტის მკვეთრი შემცირება საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებმა Gazprom-ისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა პრაქტიკულად შეწყვიტეს, დასავლეთში კი რუსულ გაზზე მოთხოვნა მკვეთრად იკლებს. გარდა ამისა, აშშ-მა, ბრიტანეთმა, იაპონიამ, კანადამ და ავსტრალიამ რუსული გაზის იმპორტი აკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები