მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრიულმა ენერგოკომპანიამ მაღალი თანამდებობის პირი რუსეთისთვის სასარგებლოდ შპიონაჟის მიზეზით გაათავისუფლა

ავსტრია

უმსხვილესმა ავსტრიულმა ენერგოკომპანია OMV-მ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი რუსეთის სასარგებლოდ შპიონობის ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლა. პიროვნება, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, აქტიურად მართავდა შეხვედრებს ავსტრიაში მოქმედ ერთ-ერთ რუს დიპლომატთან. საუბარია ადამიანზე, რომელიც ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, FSB-სთვის მუშაობდა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტებების მისაღებად უკვე გამოიძახა რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. არსებული ინფორმაციით, ოფიციალური ვენა ბრალდებული დიპლომატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებს.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრალდებული მაღალი თანამდებობის პირი კომპანიამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიავლინა, სადაც მას OMV-ს 25%-იანი წილის მფლობელ ADNOC-თან (აბუ დაბის ეროვნულ ნავთობკომპანიასთან) მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა. შედეგად, ემირატული კომპანია და OMV პოლიოლეფინის ბიზნესს ერთად გაუძღვებოდნენ, თუმცა $60-მილიარდიანი გარიგება მომხდარის გამო გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები