მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AVTANDILI: 2020 წელს საერთაშორისო ბაზრებზე შეკვეთები 60%-ით შეგვიმცირდა

605f3124de40e
ლიკა გურაბანიძე
27.03.21 17:30
1598

საქართველოში მოდის ინდუსტრია ბოლო წლებია აქტიურად ვითარდება. ქართველი დიზაინერები, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის ბაზრებს წარმატებულად ითვისებენ. თუმცა 2020-მა წელმა მსოფლიო ბაზრებზე მოდის ინდუსტრიის განვითარება შეაფერხა და ცხადია, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.

ბრენდი "ავთანდილი" ადგილობრივ ბაზარზე 25 წელია, რაც წარმოდგენილია და მის დამფუძნებელს ქვეყანაში ბევრი კრიზისული პერიოდი ახსოვს. ავთანდილ ცქვიტინიძე bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი უმოქმედობა ამ დრომდე არ ახსენდება. 2020 წელს, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ახალი ნაბიჯების გადასადგმელად მოემზადნენ, პირველი ლოქდაუნი სწორედ მაშინ გამოცხადდა. ერთი დღით სუნთქვა - ასე მოკლედ, ერთ წინადადებაში აფასებს 2020 წელს ავთანდილ ცქვიტინიძე.

“ძალიან დიდი ფასდაკლებების გაკეთება მოგვიწია. სეზონები ჩაგვივარდა, თუმცა ნელ-ნელა თავიდან სუნთქვა დავიწყეთ. არ დავიკეტეთ არ გავკოტრდით, საერთაშორისო ბაზრებზე შეკვეთები 60%-ით შეგვიმცირდა, მაგრამ ის მსოფლიოს არცერთ ბაზარე არცერთ მყიდველს არ გაუუქმებია და დღეს, როდესაც უკვე ეკონომიკამ გახსნა დაიწყო ადგილობრივ ბაზარზეც საერთო გულისცემა იგრძნობა,” - განაცხადა ცქვიტინიძემ.

ცნობისთვის: 2019 წლის ანგარიშგებების თანახმად, ბრენდ "ავთანდილის" გაყიდვების მოცულობა 2019 წელს 3,584,000 ლარი იყო, "ანოუკის" ბრენდული მაღაზიის გაყიდვები ამავე წელს 1,102,000 ლარი, ხოლო ბრენდ "მატერიას" შემოსავალი 2019 წელს 2,209,685 ევრო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები