მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში QR კოდის დასკანერებით მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან - მერია

სს

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღე წელს პირველად აღინიშნება.

ეს გლობალური ინიციატივა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დამტკიცდა.

მერია წერს, რომ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან.

"სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მუნიციპალური ტრანსპორტის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქალაქების განვითარებაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ის მოქალაქეებს აკავშირებს შესაძლებლობებთან, განათლებასთან და სამუშაო ადგილებთან, ასევე, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები