მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტობუსის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის მერია ₾3.5 მლნ-ის უნიფორმებს შეიძენს

ავტობუსის მძღოლი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლებისთვის, კონტროლიორებისთვის და სამსახურის სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის უნიფორმებს შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის ღირებულება 3.5 მლნ ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულ თანხაში დამკვეთს მიაწოდოს ავტობუსის მძღოლის (ქალი/კაცი) შარვალი, პიჯაკი, ქვედაბოლო, პერანგი, ჟილეტი და ა.შ, წინასწარ შეთანხმებული დიზაინის მიხედვით.

საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

წინადადებების მიღება 11 აგვისტოს დაიწყება და 16-ში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები