მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოექსპორტი რეკორდულ $1.2 მილიარდზეა - რომელ ქვეყნებში და რა ფასის ავტომობილები გადის ექსპორტზე

ავტოექსპორტი

2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოდან 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 1.3%-ით აღემატება.

2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 538 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამასთან, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 80%-ით ($238 მილიონით) გაიზარდა, ასევე 37%-ით ($103 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში, სანაცვლოდ კი 40%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 69%-ით კი სომხეთის მიმართულებით.

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ქვეყნების მიხედვით:

# ქვეყანა ავტოექსპორტი მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთი ავტომობილის საშუალო ფასი
1 ყირგიზეთი $539 მლნ 15,059 $36 ათასი
2 ყაზახეთი $384 მლნ 28,237 $14 ათასი
3 აზერბაიჯანი $157 მლნ 7,875 $20 ათასი
4 სომხეთი $66 მლნ 3,580 $18 ათასი
5 ტაჯიკეთი $13 მლნ 834 $15 ათასი
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები $7 მლნ 238 $28 ათასი
7 ბელგია $6 მლნ 120 $51 ათასი
8 უკრაინა $6 მლნ 762 $7 ათასი
9 თურქეთი $4 მლნ 120 $33 ათასი
10 უზბეკეთი $3 მლნ 90 $39 ათასი

რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების იმპორტს, 2024 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში სულ 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 105 ათასი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. მათი ნახევარზე მეტი შემდგომ რეექსპორტზე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები