მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებიდან 3-4 წელში ბაზარი გაორმაგდება - "არდი"

არდი

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებიდან 3-4 წელში სადაზღვევო ბაზარი გაორმაგდება - ასეთი მოლოდინი აქვთ კომპანია „არდიში“.

როგორც BMG-ის „არდის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტი სწორად დაინერგება, მას ბაზარზე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ექნება. მათ შორის, მოლოდინია, რომ უფრო სწრაფად განვითარდება დაზღვევის სხვადასხვა სახეობები.

თუმცა მიხეილ ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სექტორში სწორი ფორმით დაინერგოს.

„ასეთი ტიპის სავალდებულო პროდუქტები ზრდის დაზღვევის ცნობადობას. ამ დროისთვის რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული, რაც უკიდურესად დაბალია. იმედი გვაქვს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემდეგ უკვე ადამიანები თავიანთ ავტომობილებსაც დააზღვევენ და უკვე მანქანების 50% და მეტი იქნება დაზღვეული. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, საბოლოოდ რა პროდუქტი იქნება ინიცირებული, ჯობს კარგად მოვიფიქროთ სისტემა და სწორად განხორციელდეს, ვიდრე გავუსვათ და შემდეგ ბევრი ხარვეზი აღმოჩნდეს. სავალდებულო პროდუქტის ინიცირებიდან 3-4 წელიწადში ბაზარი უნდა გაორმაგდეს, ასეთი მოლოდინი გვაქვს სექტორს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დავიწყოთ და სწორად გავუშვათ სისტემა“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მთავრობა გეგმავს, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში განსახილველად ხელახლა შეიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები