მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავტომობილები, რომლებიც მეორეულ ბაზარზე ყველაზე ნაკლებად უფასურდება

toyota

მაშინაც კი, თუ ზედმიწევნით იცავთ მოვლის წესებს, მანქანის ეტაპობრივი გაუფასურება გარდაუვალი პროცესია - სწორედ ეს ხდება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც, ზოგიერთი მძღოლი ავტომობილს მხოლოდ მეორეულ ბაზარზე ყიდულობს.

მიუხედავად ამისა, ყველა ავტომობილი ერთი ტემპით არ უფასურდება. წარმოგიდგენთ იმ მოდელებს, რომლებიც, თავიანთი ღირებულების გათვალისწინებით, რამდენიმე წელიწადშიც შეინარჩუნებენ მიმზიდველობას.

ამ სიის შესადგენად U.S News-ი 2022 წლის მოდელებზე ავტომწარმოებლის მიერ დაწესებულ საშუალო ფასებს გაეცნო და ისინი მეორადი ავტომობილების ღირებულებას შეადარა - გამოითვალა როგორც გაუფასურების პროცენტი, ასევე საშუალოდ დაკარგული ღირებულებაც.

  • 2022 Toyota RAV4 Hybrid

გაუფასურება: -8.84%
დაკარგული ღირებულება: -$2989
საშუალო ფასი (ახალი):$33,825
საშუალო ფასი (მეორეული): $30,836

მაგალითად, 2022 წლის ჰიბრიდული Toyota RAV4-ს შეძენა თუ საშუალოდ $33 825 დოლარი ჯდება, მეორეულ ბაზარზე მას $30 836 დოლარად შეიძენთ. შესაბამისად, გაუფასურება 8.84%-ს შეადგენს, დაკარგული ღირებულება კი - $2 989 დოლარს. Toyota ისედაც ცნობილია, როგორც ბრენდი, რომელიც ღირებულებას არ კარგავს. ჰიბრიდული RAV4 კი ამ ხაზის უფრო პოპულარულ, SUV მოდელთან შედარებით, უფრო ეფექტიანი და დახვეწილია. ის უკიდურესად პრაქტიკულია, იმდენადვე, რამდენადაც არაჰიბრიდული მოდელი, და, ამავდროულად, ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს.

  • 2022 Toyota Corolla

გაუფასურება: -8.70%
დაკარგული ღირებულება: -$2,137
საშუალო ფასი (ახალი):$24,567
საშუალო ფასი (მეორეული): $22,430

ათწლეულების განმავლობაში, Toyota Corolla ღირებულების სინონიმი იყო. პირველად ბაზარზე მისი შეძენა გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან კონკურენტუნარიანი ფასი და კარგი მახასიათებლები აქვს და, რაც მთავარია, ღირებულებასაც დიდხანს ინარჩუნებს. თუ ახალი “კოროლა” საშუალოდ $24 567 დოლარი დაგიჯდებათ, მის გაყიდვას $22 430 დოლარად შეძლებთ - კლება $2 137 დოლარია, გაუფასურების მაჩვენებელი კი - 8.70%.

  • 2022 Toyota Corolla Hybrid

გაუფასურება: -8.63%
დაკარგული ღირებულება: -$2,075
საშუალო ფასი (ახალი):$24,050
საშუალო ფასი (მეორეული): $21,975

არანაკლებ გონივრული შენაძენია ასევე Toyota Corolla, ამჯერად, ჰიბრიდულ ძრავზე. ამ ხაზის 2022 წლის მოდელში საწვავის დაზოგვის ტექნოლოგია უკიდურესობამდეა მიყვანილი. შესაბამისად, ჰიბრიდული “კოროლა” ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მანქანაა, რომლის შეძენაც სრულად ელექტროძრავის მქონე ავტომობილის ნაცვლად შეგიძლიათ. ამასთან, ჰიბრიდული “კოროლაც” კარგად ინარჩუნებს თავის ღირებულებას და თუ პირველად ბაზარზე $24 050 დოლარი ჯდება, მეორეულ მდგომარეობაში მისი გაყიდვა $21 975 დოლარად შეიძლება. შესაბამისად, გაუფასურება 8.63%-ია.

  • 2022 Kia Rio

გაუფასურება: -8.49%
დაკარგული ღირებულება: -$1,437
საშუალო ფასი (ახალი): $16,920
საშუალო ფასი (მეორეული): $15,483

კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც შთამბეჭდავად ინარჩუნებს ღირებულებას, Kia Rio-ა, რომლის წარმოებაც 2023 წლის შემდეგ შეწყდა. ეს სუბკომპაქტური მოდელი უსაფრთხო და საიმედო ავტომობილია, რომელსაც ახალ მდგომარეობაში $16 920 დოლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 8.49%-ით ნაკლებად, $15 483 დოლარად გაყიდით.

  • 2022 Toyota RAV4

გაუფასურება: -7.90%
დაკარგული ღირებულება: -$2,524
საშუალო ფასი (ახალი): $31,945
საშუალო ფასი (მეორეული): $29,420

2022 წლის Toyota RAV4 პატარა, კომპაქტური ჯიპია, რომელიც თავისი სპორტული იერით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. თუ გავითვალისწინებთ Toyota-ს პოპულარობას როგორც მეორადი, ასევე ახალი ავტომობილების ბაზარზე, გასაკვირი არ არის, რომ ეს მოდელი

რამდენიმე წლიანი ექსპლუატაციის შემდეგაც ინარჩუნებს თავის ღირებულებას. ახალი Toyota Rav4-ის საშუალო ღირებულება $31 945 დოლარია, მეორადის კი - $2 524 დოლარით ნაკლები. შესაბამისად, გაუფასურების მაჩვენებელი 7.90%-ია.

  • 2022 Honda Civic

გაუფასურება: -5.84%
დაკარგული ღირებულება: -$1,536
საშუალო ფასი (ახალი): $26,300
საშუალო ფასი (მეორეული): $24,763

2022 წელს Honda-მ Civic-ის დიზაინი სრულად შეცვალა, რითაც ამ წლის მოდელი 2025 წლისას ჰგავს. სწორედ ეს მსგავსება განაპირობებს იმასაც, რომ ავტომობილი თავის ღირებულებას წლების განმავლობაში ინარჩუნებს. კერძოდ, ახალი და მეორადი Honda Civic-ის ღირებულება ერთმანეთისგან მხოლოდ 5.84%-ით განსხვავდება და $26 300 დოლარად ნაყიდი მანქანის გაყიდვა $24 760 დოლარად შეიძლება.

  • 2022 Nissan Versa

გაუფასურება: -5.74%
დაკარგული ღირებულება: -$993
საშუალო ფასი (ახალი): $17,285
საშუალო ფასი (მეორეული): $16,292

თუ ღირებულების შენარჩუნება პრიორიტეტია, კარგი არჩევანია Nissan Versa-ც, რომლის ახალი და მეორადი მოდელების საშუალო ფასებს შორის განსხვავება მხოლოდ $993 დოლარია. ეს სუბკომპაქტური სედანი ერთი ადგილიდან მეორემდე რაც შეიძლება იაფად გადასაადგილებლად არის შექმნილი, როგორც პირველადი ხარჯების, ასევე საწყვავის ეკონომიის თვალსაზრისით. Nissan Versa პირველად ბაზარზე $17 285 დოლარად, მეორეულ ბაზარზე კი - $16 292 დოლარად იყიდება და, შესაბამისად, მხოლოდ 5.74%-ით უფასურდება.

  • 2022 Ford Mustang

გაუფასურება: -5.41%
დაკარგული ღირებულება: -$2,822.5
საშუალო ფასი (ახალი): $52,145
საშუალო ფასი (მეორეული): $49,322.5

ამ რეიტინგში ყველაზე მოულოდნელი, ალბათ, სპორტული ავტომობილის ხილვაა. Ford Mustang არა მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ავტომოყვარულებისთვის სასიამოვნოდ სამართავი მანქანაა, არამედ იმითაც, რომ 2022 წლის მოდელი მხოლოდ 5.41%-ით გაუფასურდა. ახალი ფორდ მუსტანგი, საშუალოდ $52 145 ჯდება, მეურეულ ბაზარზე კი მას $49 322 დოლარად გაყიდით.

  • 2022 Subaru Crosstrek

გაუფასურება: -4.90%
დაკარგული ღირებულება: -$1,277
საშუალო ფასი (ახალი): $26,070
საშუალო ფასი (მეორეული): $24,793

“კროსტრეკი” სუბარუს ერთადერთი მოდელია, რომელიც მეორეულ ბაზარზეც ინარჩუნებს ღირებულებას. კომპაქტური კროსოვერი სტანდარტული სრულამძრავიანი სისტემით თავის სეგმენტში გამორჩეული მოდელია. 2022 წლის Crosstrek-ის საბაზისო მოდელი საკმაოდ ნელია, თუმცა, წარმოუდგენლად პრაქტიკული და უსაფრთხო. Subaru Crosstrek-ის საშუალო გასაყიდი ფასი $26 070 დოლარია, მეორეულ ბაზარზე კი მას 4.90%-ით უფრო ნაკლებად, $24 793 დოლარად შეხვდებით.

  • 2022 Toyota Corolla Cross

გაუფასურება: -2.63%
დაკარგული ღირებულება: -$661.5
საშუალო ფასი (ახალი): $25,160
საშუალო ფასი (მეორეული): $24,498.5

თუმცა ავტომობილი, რომელიც ღირებულებას თითქმის არ კარგავს, Toyota-ს მოდელია, რომელიც ბრენდმა 2022 წელს პირველად წარადგინა - Toyota Corolla Cross სუბკომპაქტური SUV-ია, რომელმაც C-HR-ის წარმოება ჩაანაცვლა და სწორედ ამ მოდელის მსგავსი მახასიათებლები აქვს. Cross-ი Corolla-ს საბაზისო მოდელის წარმატების ფორმულის გამოყენებით შეიქმნა და გასაკვირი არ არის, რომ ასევე წარმატებით ინარჩუნებს თავის ღირებულებას. ახალი და მეორადი Corolla Cross-ების ღირებულების შედარებით ირკვევა, რომ საშუალო ფასებში სხვაობა მხოლოდ 2.63% ან $661 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები