მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების განბაჟებით 2023 წელს ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა

მანქანა ავტოექსპორტი ავტომობილი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების განბაჟებით ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა.

2022 წელთან შედარებით ავტომობილების განბაჟებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული საგადასახადო შემოსავალი 112 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი.

განბაჟებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატება ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში ავტოექსპორტმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 1 მილიარდზე ნაკლები იყო. საქართველოში შემოსული ავტომობილების ღირებულებამ კი გასული წლის 11 თეში 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მთლიანად 2022 წელს ის 1.7 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.

კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ავტოიმპორტი წაახალისა სავარაუდოდ 2013 წლამდე წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებული საიმპორტო შეზღუდვაა, რაც 2024 წლიდან ამოქმედდა.

საქართველოში ავტომობილის განბაჟების განაკვეთი ავტომობილის ძრავის მოცულობაზეა მიბმული, თითოეული კუბური სანტიმეტრი შესაბამის თანხორბივ მაჩვენებელზე მრავლდება. ამასთან ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში განაკვეთი 60%-ით მცირდება. მაგალითად, 1 წლამდე 2,000 კუბური სანტიმეტრის (2 ლიტრი) ავტომობილის განბაჟების სააქციზო განაკვეთია 3,000 ლარი. იგივე ავტომობილი ჰიბრიდის შემთხვევაში 1,200 ლარის სააქციზო განაკვეთით დაბეგვრას ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ავტომობილების სააქციზო განაკვეთები ძრავის თითოეული სანტიმეტრ კუბისთვის ასე ნაწილდება:

ა) 1 წლამდე

1 სმ³

1.50 ლარი

ბ) 1 წლის

1 სმ³

1.5 ლარი

გ) 2 წლის

1 სმ³

1.5 ლარი

დ) 3 წლის

1 სმ³

1.40 ლარი

ე) 4 წლის

1 სმ³

1 ლარი

ვ) 5 წლის

1 სმ³

1 ლარი

ზ) 6 წლის

1 სმ³

0.8 ლარი

თ) 7 წლის

1 სმ³

0.80 ლარი

ი) 8 წლის

1 სმ³

0.80 ლარი

კ) 9 წლის

1 სმ³

0.9 ლარი

ლ) 10 წლის

1 სმ³

1 ლარი

მ) 11 წლის

1 სმ³

1 ლარი

ნ) 12 წლის

1 სმ³

2 ლარი

ო) 13 წლის

1 სმ³

1.8 ლარი

პ) 14 წლის

1 სმ³

2.1 ლარი

ჟ) 14 წელზე მეტის

1 სმ³

2 ლარი

0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 პროცენტით მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები