საქართველოს ბაზარზე ავტომობილების სიჭარბეა. ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიწოდების დაბალანსება მაინც ვერ ხერხდება, რასაც ავტომობილების ღირებულებაზეც აქვს გავლენა.
"კავკასუს ავტო იმპორტის" მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ ავტომობილების ბაზარზე შექმნილი პროფიციტის გამო ფასები უკვე 10-15%-ით არის შემცირებული. კახა ლომიძე აცხადებს, რომ მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე არსებული სიჭარბისა, მოთხოვნა შუა აზიიდან მაინც მზარდია, განსაკუთრებით ყაზახეთის ბაზარზე. ეს კი ბიზნესს მოლოდინს უჩენს, რომ ფასები 2024 წლის გაზაფხულიდან ზრდას დაიწყებს.
“ერთიანად გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია ის რომ ქართული ბაზარი ამას ძალიან მომზადებული დახვდა, მაგრამ იმდენად, რომ უკვე გადაჭარბებული რაოდენობა გვაქვს ქართულ ბაზარზე, მაგრამ ტენდენცია გაყიდვების ძალიან მაღალია. შუა აზიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, წინა წლის სამ კვარტალთან შედარებით წელს 400 %-ზე მეტით გაიზარდა.
სიჭარბიდან გამომდინარე 10-15%-ით არის შემცირებული ავტომობილების ღირებულება, იმიტომ რომ მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანი აქვს. ფასები ამდენითვე შემცირდა ამერიკის ბაზარზეც”, - ამბობს "კავკასუს ავტო იმპორტის" მარკეტინგის მენეჯერი კახა ლომიძე.