მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზარზე გასაყიდი ავტომობილების სიჭარბეა"- ასოციაცია

ავტომობილები

ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში დღეს ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას ვერ აბალანსებს და იმპორტიორებს გასაყიდი მანქანები მოუმრავლდათ, რასაც პირდაპირი ეფექტი აქვს ავტომობილის სარეალიზაციო ფასზე. ალექსი ნონიაძე აცხადებს, რომ ავტომობილების სიჭარბე არასწორი მოლოდინებით არის გამოწვეული.

“პრობლემა ის არის რომ მოთხოვნა კი მზარდია, მაგრამ მიწოდება უფრო მზარდია. მოლოდინი იყო რომ უფრო მაღალი მოთხოვნა იქნებოდა, შესაბამისად, მიწოდება მაღალი იყო. შედეგად ბაზარზე ჭარბი ავტომობილებია, რომლებიც დგანან და თავის მომხმარებელს ელიან. იმპორტიორებს ამ დროის განმავლობაში გადასახადები უგროვდებათ, რაც ავტომობილის თვითღირებულებას ზრდის. თუმცა მათ იმ ფასად უწევთ გაყიდვა, რომ ზარალში მიდიან. ასეთი ავტოიმპორტიორი ბევრია”, - აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.

ცნობისთვის, ავტომობილებს წელს წამყვანი როლი აქვს როგორც იმპორტში ასევე ექსპორტში. 2023 წლის 10 თვეში საქართველოში 2.5 მილიარდი დოლარის ავტომობილები შემოვიდა, საქართველოდან ექსპორტმა კი, 1.7 მილიარდს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები