მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი შემცირდა - მიზეზები

5fb3f14b72514
სალომე მეცხვარიშვილი
17.11.20 21:00
3111
2020 წლის 9 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31%-ით, ექსპორტი კი 37%-ით შემცირდა. შემცირებული მაჩვენებლების მიუხედავად, მსუბუქი ავტომობილები საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო და საექსპორტო საქონელში ხვდება. მიმდინარე წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს პირველი ადგილი და მთლიანი იმპორტის 9.8% ეკავა, ექსპორტში კი 12.7%, ამ შემთხვევაში საუბარი, რა თქმა უნდა, რეექსპორტზეა.

მიმდინარე წლამდე საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზრები მეზობელი და რეგიონის ქვეყნები იყო. 2020 წლიდან ამ სიას სომხეთი გამოაკლდა - მეზობელ ქვეყანაში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკმაოდ მაღალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა და საქართველოდან ავტომობილების ექსპორტმაც აზრი დაკარგა.
თუმცა, “კავკასიის ავტოიმპორტში” ამბობენ, რომ ბიზნესისთვის ეს ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა.

ყველაფერთან ერთად, ირკვევა, რომ პანდემიის მიუხედავად მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა არ შემცირებულა, სამაგიეროდ, შემცირდა მიწოდება, რამაც აუქციონზე ავტომობილების ფასი გაზარდა.

“რაც შეეხება საქართველოში შემცირებულ იმპორტს, თავიდან უფრო პესიმისტურად ვუყურებდით ამ ყველაფერს, გვეგონა, ძალიან დიდი შემცირება იქნებოდა გაყიდვებში. მაგრამ დღეს ეს არ არის.

გეტყვით იმპორტის შემცირება საიდან არის გამოწვეული - მეორადი ავტომობილების აუქციონებისთვის პროდუქციის მიწოდება არის ძალიან შემცირებული, მაგალითად ჩვენ COPART-ის წარმომადგენლები ვართ და თუ აქამდე აუქციონზე იყო ხოლმე 300 ათასი ავტომობილი, ახლა არის 150 ათასი. ანუ - მოთხოვნა მსოფლიოში დარჩა იგივე, მიწოდებაში კი არის პრობლემები, შესაბამისად, უფრო ძვირად იყიდება ავტომობილები, არ არის არჩევანი და ა.შ.

საქართველოში მოთხოვნა მცირედით არის შემცირებული, თუმცა, 30%-ით ნამდვილად არა”,- აცხადებს “კავკასიის ავტოიმპორტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილი.

მისივე თქმით, თუ მსუბუქი ავტომობილების მთლიან რეექსპორტში სომხეთს გამოვაკლებთ, დავინახავთ, რომ აზერაიჯანში არათუ კლება, მცირედი ზრდაც კი ფიქსირდება. რაც შეეხება უკრაინას, გულაშვილის თქმით, აქ ნამდვილად არის მცირედი კლება.

“ამ ყველაფრის პარალელურად ჩნდება ახალი ბაზრები, რომლებიც ჩვენთვისაც გასაკვირია: მოლდოვა, ერაყი, რომლებიც რადარებზე აქამდე საერთოდ არ ჩანდა და ახლა ძალიან სტაბილურად გაედინება ამ ქვეყნებში ავტომობილები რეექსპორტზე. თუ ამ ბაზრებზე მცირედით მაინც გაგრძელდა ზრდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა მიწოდება აღდგება, სწრაფად დაუბრუნდება იმ ნიშნულებს, რაც პამდენიამდე იყო. ბაზარზე ვაკუუმი შექმნილია და ეს ვაკუუმი სწრაფად უნდა შეივსოს”,- აცხადებს დავით გულაშვილი.

მეორადი ავტომობილებისგან განსხვავებით მოთხოვნა შემცირებულია ახალ ავტომობილებზე. “ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” აცხადებენ, რომ ფასების შენარჩუნებას საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

“ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დღითიდღე იმატებს მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე, რადგან ახალი ავტომობილი კომფორტთან, უსაფრთხო გადაადგილებასთან და თანხის დაზოგვასთან ასოცირდება. ზოგადად 2020 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმა გვქონდა როგორც გაყიდვებში, ასევე სერვისის მიმართულებით, პანდემიური პროცესების გამო დაგეგმილთან შედარებით 20%-იანი კლება გვქონდა გაყიდვებში. მიუხედავად ამისა, 2020 ცუდი წელი არ ყოფილა. 2021 წელსაც ვხვდებით განახლებული მოდელებით”,- აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები