მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი შემცირდა

ავტომობილი ავტოექსპორტი მანქანა

ბოლო თვეებია, საქართველოში ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, იმპორტის შემცირება 19.7%-ია, ხოლო ექსპორტი 5.7%-ით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი, 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა.

TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2024 წლის 6 თვეში:

  1. აშშ - $706.7 მლნ (59,453 ერთეული)
  2. იაპონია - $193 მლნ (12,918 ერთეული)
  3. გერმანია - $180.1 მლნ (3,346 ერთეული)
  4. სამხრეთ კორეა - $23 მლნ (1,715 ერთეული)
  5. ჩინეთი - $21.8 მლნ (1,365 ერთეული)
  6. თურქეთი - $18.3 მლნ (402 ერთეული)
  7. გაერთიანებული სამეფო - $13.5 მლნ (147 ერთეული)
  8. კანადა - $13.1 მლნ ( 695 ერთეული)
  9. იტალია - $10.3 მლნ (86 ერთეული)
  10. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9 მლნ (293 ერთეული)

საერთო კლების ფონზე, ბოლო მონაცემებით მუდმივად იზრდება ავტომობილების იმპორტი ჩინეთიდან. წელს 6 თვის ჭრილში ზრდა 104%-ია. ხოლო საშუალოდ საქართველოში იმპორტირებული 1 ჩინური ავტომობილის ფასი 11 -12 ათასის ფარგლებშია.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის 6 თვეში:

  1. ყირგიზეთი - $414.5 მლნ ( 11,681 ერთეული)
  2. ყაზახეთი - $304.3 მლნ (23,145 ერთეული)
  3. აზერბაიჯანი - $120.6 მლნ (6,335 ერთეული)
  4. სომხეთი - $54 მლნ (3,021 ერთეული)
  5. ტაჯიკეთი - $10.2 მლნ (694 ერთეული)
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5.9 მლნ (211 ერთეული)
  7. ბელგია - $5.5 მლნ (107 ერთეული)
  8. უკრაინა - $4.8 მლნ (645 ერთეული)
  9. თურქეთი - $3.5 მლნ (112 ერთეული)
  10. უზბეკეთი - $2.9 მლნ ( 78 ერთეული)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები