მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში 907.3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, რაც 23.4%-ით ნაკლებია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 20.6%-დან 15.7%-მდე შემცირდა. ავტომობილების ექსპორტიდან 739.6 მლნ-ს შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.
მსუბუქი ავტომობილების TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა იანვარ-მაისში:
- აშშ - $549.9 მლნ. კლება 29.8%;
- გერმანია - $139.2 მლნ. ზრდა 7.1%;
- იაპონია - $138.7 მლნ. კლება 29.8%;
- სამხრეთ კორეა - $20.2 მლნ. ზრდა ზრდა 24.6%;
- ჩინეთი - $18.5 მლნ. ზრდა 53.8 ზრდა.
საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შუა აზიაა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
მსუბუქი ავტომობილების TOP-5 საექსპორტო ბაზარი:
- ყირგიზეთი - $330.5 მლნ. ზრდა 44.9%;
- ყაზახეთი - $237.2 მლნ. ზრდა 21.2%;
- აზერბაიჯანი - $94.7 მლნ. კლება 49.9%;
- სომხეთი - $42.3 მლნ. კლება 252.4%;
- ტაჯიკეთი - $8.4 მლნ. კლება 53.1 %.