მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების მომსახურების ძლიერი ეკოსისტემა შევქმენით. ეს უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ - "კავკასუს ავტოიმპორტი"

ავტოჰაბი

კომპანია „კავკასუს ავტოიმპორტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის, ტატო ნორაკიძის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონული ავტოჰაბის სტატუსის შენარჩუნება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა. მისივე შეფასებით, ამას მრავალწლიანი გამოცდილება და ქვეყანაში ჩამოყალიბებული სერვისული ეკოსისტემა განაპირობებს.

„საქართველოში ამ სფეროში რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება დაგროვდა. ავტომობილების მომსახურებისა და ნაწილების მიმართულებით ძლიერი ეკოსისტემა შევქმენით. მაგალითად, აზერბაიჯანში ნაწილების მოძიება გაცილებით რთულია. ეს უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა მან.

ნორაკიძის თქმით, სექტორის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და პროგნოზირებად რეგულაციებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი რეგულაციები. სექტორმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები იგეგმება და ეს გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან ერთად უნდა განიხილებოდეს, რათა არ დაზიანდეს ავტოჰაბის მიმართულება, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ. ამასთან, ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია, თუმცა ის მრავალ გარე რისკთან არის დაკავშირებული, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციები შეიძლება შეიცვალოს და ეს პირდაპირ აისახოს ჩვენს საქმიანობაზე“, - განაცხადა „კავკასუს ავტოიმპორტის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა.

"თუ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არ იქნება, გაგვიჭირდება ავტოჰაბის ფუნქციის შესრულება" - ალექსი ნონიაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები