მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოს“ პროგრამები დიდი ინვესტიციებისთვის საკმარისი არ არის“ - ოსმან თურანი

60e2eeb93c908
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.21 16:33
837
თურქეთიდან საქართველოში პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 38.3%-ით შემცირდა და 108 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყნიდან ინვესტიციების მოზიდვის გზებზე BM.GE-მ კითხვა საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს დაუსვა.

ოსმან თურანი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პანდემიამ კორპორაციული ინვესტორების შემოსვლა შეაფერხა, თუმცა დღეს ეს პროცესი აღდგენილია. ის თვლის, რომ კრიზისულ პერიოდში ინვესტორების მოსაზიდად საქართველომ საგადასახადო შეღავათები უნდა დააწესოს, რადგან „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ხელშეწყობა მასშტაბური ინვესტიციებისთვის საკმარისი არ არის.

„დღეს საკმაოდ კარგი პროგრამები არსებობს, ერთი შეხედვით აწარმოე საქართველოს თავისი დადებითი მხარეები აქვს, რომლის პრეზენტაციებსაც ჩვენც ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მომენტებში, როდესაც დიდ ინვესტიციებზეა საუბარი საკმარისი არ არის ხოლმე. უფრო მეტი ხელშეწყობა უნდათ ინვესტორებს, რომ მეტი სტიმული ჰქონდეთ, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადასახადებიდან განთავისუფლების მხრივ“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სამშენებლო სექტორი - ის სფეროებია, რომლითაც თურქი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირებისას ინტერესდებიან.

„მე უფრო მეტად არატრადიციულ ინვესტიციებს ვაფასებ. გარკვეული ინიციატივები იყო და მაგალითად, ნატახტარში ამოქმედდა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ლუდის წარმოების ნარჩენებს ამუშავებს. თურქული ინვესტიციით ამოქმედებული საწარმო ექსპორტზეც გადის. საქართველოში თურქული ინვესტიციით ამოქმედდება ასევე ავეჯის მწარმოებელი ქარხანა, რომელსაც საწარმოო ხაზი თურქეთში აქვს. ასეთი საინტერესო ინვესტორებიც გვყავს თურქეთიდან“, - აცხადებს ოსმან თურანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები