მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ახალ სანქციებს დღესვე ველი... რუსეთმა უნდა გადაიხადოს საშინელი ომის საფასური“ - ზელენსკი

622b4b5017eaf
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 17:19
1271
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ელის. ამის შესახებ მან დღე მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„გასული ღამის განმავლობაში და დილისთვის ოკუპანტებმა ჩერნიგოვში წყალგაყვანილობის დემილიტარიზაცია განახორციელეს“  ქალაქი წყლის გარეშე დარჩა.

წყალმომარაგების აღსადგენად ყველაფერს ვაკეთებთ. სუმის, კიევის, დონეცკის ოლქებში მუდმივი სროლების გამო ელექტროენერგია გათიშულია; გათბობასთან დაკავშირებით პრობლემებია; არ არის წყალი და გაზი - ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა. „ჰუმანიტარული კატასტროფა“ - ეს ორი სიტყვა, რომელიც სხვა ორი სიტყვის სრულფასოვან სინონიმად იქცა - „რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ღამით ფეხსაცმლის ფაბრიკა, მრავალსართულიანი კორპუსი და საბავშვო ბაღი დაიბომბა დნეპრში.

სახელმწიფოს პირველმა პირმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ ყოველივე გაგრძელდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სანქციების პაკეტები არასაკმარისია.

„ჩვენი პარტნიორებისგან ახალ სასანქციო გადაწყვეტილებებს დღესვე ველი. რუსეთმა ყოველდღიურად უნდა გადაიხადოს ამ საშინელი ომის საფასური. გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. გრძელი და საგნობრივი. ვიცით, რომ ამ შეხვედრაზე ყველა ლიდერმა ისაუბრა... ვიცით კონკრეტულად, ვინ დაგვიჭირა ჩვენ მხარი, ვინ გაჩუმდა და ვინ შეეცადა, რომ ფორმულირება უკრაინისთვის, ევროპისთვის და ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის საკმარისი არ ყოფილიყო. როგორ ვაფასებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? მარტივად: უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს ის არ არის რასაც ჩვენ ველით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები