მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალდანიშნულ განათლების მინისტრს პარლამენტში, სამუშაო ფორმატში მოუსმენენ

643e4ad591e5f
ინგა მურუსიძე
18.04.23 11:43
482
28 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდება და დეპუტატებს საკუთარ ხედვებს გააცნობს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, შეხვედრა სამუშაო ფორმატის ხასიათის იქნება, რომლის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

„შევთანხმდით, რომ 28 აპრილს მინისტრი მოვა კომიტეტზე და წარმოგვიდგენს თავის ხედვებს, თუ რა მიმართულებებით ექნება მუშაობა და რა მიმართულებებზე ექნება მაქსიმალური აქცენტები. ეს იქნება უფრო სამუშაო ფორმატში და არა საკომიტეტო სხდომის ფორმატში. 28-ში, დილის 10:00 საათზე გვექნება ეს შეხვედრა და 12:00 საათზე უკვე გვექნება კომიტეტის სხდომა, სადაც ჩვენ მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ამავე დღეს გახდება ცნობილი, მინისტრის რომელი მოადგილე იქნება საპარლამენტო მდივანი, რადგან ამ დროისთვის ახალი მოადგილეებიდან ამ მიმართულებით დელეგირებული არავინ არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები