მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო პრაქტიკის პროფგანათლების ქვეყნებში მასწავლებლების გადამზადების დაფინანსება - ამილახვარი ახალ პროგრამაზე

განათლების მინისტრი

გვინდა, ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების მქონე ქვეყნებში, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობენ.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი არის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებს, ორი მიმართულებით არის ველი გაჭრილი - ადგილობრივი ქსელების შექმნა და ახალი, თანამედროვე ტრეინინგმოდულების შექმნა და მეორე, ეს არის - რომ გვინდა ჩვენი საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების მქონე ქვეყნებში, სადაც თავიანთი მიმართულებით შეისწავლიან იმ მეთოდიკას და იმ კურიკულუმს, თუ როგორ ხდება მაგალითად შვეიცარიასა და გერმანიაში პროფესიული განათლება. ამ გამოცდილებას ჩამოვიტანთ და მოხდება გაზიარება კოლეგებისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებები.

„აქტიურად დავიწყეთ და გაგრძელდება მასწავლებლის პრესტიჟის ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიებები და ამ კუთხით, ვფიქრობ, უნდა გამოვყოთ მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც შარშან, 2023 წელს მთავრობის დადგენილებით დაწესდა, გაიმართა და ეს 2024 წელსაც გაგრძელდება. სახელფასო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ მასწავლებლის პროფესიული ზრდის ე.წ. სქემა, რომელიც გვინდა შედეგებზე დაფუძნებულ ინდიკატორებს მივაბათ და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ხელფასი მოტივაციის ასამაღლებლად, არამედ ეს იყოს რეალურად ჩვენი პედაგოგების მიღწევები“, - განაცხადა ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები