მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარი განათლებაში რეფორმების გატარებას შეძლებს? - თამარ სანიკიძის მოლოდინი

641a0e3a09f53
თელარა გელანტია
22.03.23 01:00
913
რამდენიმე დღის წინ განათლების და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საკადრო ცვლილებები „ოცნების“ მთავრობის განათლების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ შეაფასა.

- გიორგი ამილახვარი განათლების სისტემაში ძირეული რეფორმების გატარებას შეძლებს, რომელიც, ძირითადად, მტკივნეულია ხოლმე? თან საარჩევნო წელი მოდის...

- ერთი რაც შეიძლება გითხრათ არის ის, რომ ამ ყველაფრის მხარდამჭერი არის დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები; ეს არ არის რაღაც ერთჯერადი გრანტები... დღეს სახელმწიფოს დიდი მოცულობით სესხი აღებული, მაგალითად, მსოფლიო ბანკიდან, ვგულისხმობ იგივე ადამიანური კაპიტალის რეფორმას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 500 მილიონი დოლარია... მე ძალიან მეიმედება ეს, რადგან ეს არაა მხოლოდ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განსახორციელებელი რეფორმა, არამედ მას მონიტორინგს უწევს და აკვირდება მსოფლიო ბანკიც.

- ანუ უფრო დონორების მონიტორინგი გეიმედებათ რეფორმების ნაწილში, ვიდრე თავად განათლების სამინისტრო?

- ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება...

- მე ვგულისხმობ ნებას, პოლიტიკას განათლების სისტემაში ძირეული რეფორმების გასატარებლად...

- მე ვუყურებ ამას, როგორც ხელშემწყობ მექანიზმს და ვფიქრობ, რომ განათლების მინისტრმა ეს მექანიზმი კარგად უნდა გამოიყენოს.

- ისე, ახალი განათლების მინისტრი, სამწუხაროდ, ერთ-ერთია იმ 76 დეპუტატს შორის, ვინც აგენტების შესახებ რუსული სულისკვეთებით გამსჭვალულ კანონს დაუჭირა მხარი...

- თუმცა ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ასევე უკან გამოითხოვეს ეს კანონპროექტები...

- დიახ, მოქალაქეების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების და სტუდენტების პროტესტის ფონზე...

- საზოგადოებამ თავისი როლი და ფუნქცია კარგად შეასრულა და კარგია, რომ ამას მოჰყვა ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების და პარლამენტის მხრიდანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები