მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტში გიორგი ამილახვარს მოუსმენენ

ამილახვარი

დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება.

ამილახვარი დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა და მათ კითხვებსაც უპასუხებს.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელს 2.077.8 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს – 2.508.04 მლნ ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზარდა“, - წერია მინისტრის ანგარიშში, რომელსაც პარლამენტს დღეს წარუდგენს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს. გიორგი ამილახვარი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა;

საგანმანათლებლო პერსონალის კორპუსის გაძლიერება;

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი;

სკოლის ავტონომია;

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

ეროვნული სასწავლო გეგმა;

სასწავლო რესურსები;

ბილინგვური განათლება სკოლებში;

სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა – პროფესიული განვითარება;

მასწავლებლის ეროვნული დღე – მასწავლებლის ეროვნული პრემია;

უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო სკოლაში;

სასკოლო კვება;

სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები