მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მკვეთრად უნდა იყოს გამოტანილი საქართველოს და საეკლესიო ისტორია“ - განათლების მინისტრი სასწავლო გეგმაზე

64a27acdeeae7
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 11:42
812
განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო სასწავლო გეგმის გადახედვაზე მუშაობს, რათა აქცენტი ისეთ მიმართულებებზე გაკეთდეს, როგორც საქართველოს და ეკლესიის ისტორიაა. ამის შესახებ გიორგი ამილახვალმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით გააქტიურება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას.

„განათლების და მეცნიერების სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო სასწავლო გეგმის გადახედვასა და გაუმჯობესებაზე, იმ კუთხით, რომ უფრო მკვეთრად და კარგად იყოს გამოტანილი ისეთი მიმართულებები, როგორიც არის საქართველოს ისტორია, საეკლესიო ისტორია, სადაც პატრიოტული სულისკვეთებაა... სადაც იმ ჩვენს გმირებზეა გადმოცემული ამბები... მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყისი და საფუძველი სხვა საგნებთან ერთად, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ ადამიანებად გვაყალიბებს, იმ სულისკვეთების პატრიოტებად, როგორიც გვინდა ჩვენი შვილები გვყავდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის სამუშაოებია დაგეგმილი სასწავლო გეგმის გადახედვის კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები