მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა? - მინისტრის პასუხი

განათლების მინისტრი

დღეს გამართულ “ზოგადი განათლების რეფორმის” პრეზენტაციაზე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ზოგადი განათლების სისტემა ქართულ იდენტობას დაეფუძნება და “მოსწავლე ეროვნულ საწყისებზე გაიზრდება, ეცოდინება მისი კულტურა და ისტორია…” - პრეზენტაციის შემდეგ კი განათლების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომელთა შორისაც BMG-ის კითხვაც იყო: რას ნიშნავს ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული განათლების სისტემა?

“ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე. ეს არ არის საგნის სწავლება, ეს არის ის პრინციპი და ღირებულებები, რომლებზეც გვინდა ავაშენოთ ზოგადი განათლების სისტემა და, მათ შორის, ყველა ის საგანი, რომლებიც სკოლაში ისწავლება.

ეს დაეფუძნება პატრიოტული, ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და გაღვივებას, ოჯახური ფასეულობების კიდევ უფრო გაძლიერებას, ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას, ისტორიის და კულტურის ხაზგასმას, სხვა უნივერსალურ ღირებულებებთან ერთად, რაც თავისთავად გულისხმობს გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბებასა და იმ ღირებულებების დამკვიდრებას, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის”, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები