მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდა გიდები დამატებითი კომპენსაციის გაცემას ითხოვენ - ასოციაციის განცხადება

5f27df5f982f3
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.20 14:00
1019
"ტურიზმის სექტორში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე 8 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი" - ამის შესახებ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის მოთხოვნებია გაწერილი, რასაც გიდები ტურიზმის სექტორში შემქნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ითხოვენ.

BM.GE ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებას უცლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც გაურკვეველია კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, ამიტომ სექტორის გადარჩენად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადაგმა:

• 1 აგვისტოდან, დამატებით მოხდეს კომპენსაციების გაცემა გიდებისათვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის;
• გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან;
• გახანგრძლივდევს, სახელმწიფო დახმარების პროგრამა საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით;
• ვითხოვთ, აღდგეს ფრენები ეტაპობრივად , მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიებს Wizz Air და Ryanair მიეცეთ ფრენის უფლება, პირველ რიგში მწვანე ზონის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკეთესია.
• დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს " ეგიდით ჯერ კიდევ ივნისის თვეში; 
• ტურისტულ ცენტრებსა და ტურიზმის დეპარტამენტებში, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილებისა უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული გიდები , ასევე ტურიზმში დასაქმებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქე 8 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის”, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები