მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალი ბაზრების მოძიებაში სახელმწიფოს დახმარებაა საჭირო ”- რაჭველი მეღვინეების პრობლემები

6320815337b23
ანუკა ჯოხაძე
13.09.22 23:55
701
ქართული ღვინის ცნობადობის ნაკლებობაზე ქართველი მეღვინეები უკვე წლებია საუბრობენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ მხოლოდ კერძო სექტორის დონეზე საკითხი ვერ გადაწყდება და სახელწმიფოს აქტიურობა აუცილებელია. 

მეღვინეობა “ბარაკონის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისთვის უფრო მეტი ფესტივალის ორგანიზება, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებში ადგილობრივი მცირე მეწარმეების ჩართვაა საჭირო.

“რეალიზაციაში დახმარება მნიშვნელოვანია. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეწარმეებმაც უნდა იმუშაონ, მაგრამ სახელმწიფოს თანადგომაც აუცილებელია, რომ ქართული ღვინის სახელი საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო ცნობილი გახდეს. სახელმწიფოს დახმარება ასევე ახალი ბაზრების მოძიებაშია საჭირო, მათ შორის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა სხვადასხვა ფესტივალების მოწყობაში. ასევე საზღვარგარეთ აქტიურად ღვინის გამოფეებში ჩართულობას”-აცხადებს მეღვინეობა “ბარაკონის” დამფუძნებელი კახა გორდეზიანი.

საერთაშორისო მასშტაბით რაჭული ღვინის ცნობადობის ნაკლებობაზე საუბრობს მარანი “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურა მასურაშვილიც. მისი თქმით, ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანი როლი ღვინის ტურიზმის განვითარებას აქვს.

“მნიშვნელოვანია მეტი გამოფენა საერთაშორისო ბაზრებზე, მეტი ღვინის მწერლის ადგილზე ჩამოყვანა, ვინც ქართულ ღვინოს შეაფასებს და მის შესახებ ცნობილ გამოცემებში დაწერს. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმსაც, ადგილზე ბევრი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტის მასპინძლობას თავისი როლი აქვს, იმისთვის, რომ მათ ქართულ ღვინოზე მოსმენილი ამბავი თავიანთ ქვეყანაში ჩაიტანონ,”-ამბობს მარანი “ღვინუკას” დამფუძნებელი ზურა მასურაშვილი. 

რა ეღირება წელს რაჭაში ყურძენი?- მეღვინეების მოლოდინები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები