მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი გზა გაიხსნა - თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათშია შესაძლებელი

6152c43be5f3c
ინგა მურუსიძე
28.09.21 11:18
12086

იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. 51 კმ-იანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია, დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, უკვე შესაძლებელია თბილისიდან ონში ადამიანი 3 საათში ჩავიდეს.

„აღნიშნული გზის გახსნა უკვე ტურისტული მიმართულებითაც ძალიან საინტერესოა, ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით. ასევე მიმდინარეობს ლენტეხი-მესტიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს გზაც გაიხხსნება და ამით იკვრება წრედი, რომლითაც კიდევ უფრო აქტიური ტურისტული მიმზიდველობა ჩნდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ინფორმაციისთვის, საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი ძველ გზასთან შედარებით 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის შემდეგ სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას. გზის დიდი ნაწილი ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი, გზა სრულად რეაბილიტირდა და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები