მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მოთხოვნები ბიზნესს - პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებებია

6308cecccf1bb
BM.GE
26.08.22 18:03
3430
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, დადგენილებაში დამატებული იქნა, შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის და ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილი პლასტიკის პარკის განმარტებები.

კერძოდ:

"შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილებით განსაზღვრული ნიშანდების მოთხოვნებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

მუნიციპალური ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილი პლასტიკის პარკი − ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდის გარეშე, თასმით ან უთასმოდ, რომელიც აკმაყოფილებ დადგენილებით განსაზღვრული ნიშანდების მოთხოვნებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2023 წლის 1 ივნისიდან.


აღსანიშნავია, რომ ცვლილება ასევე განხორციელდა დადგენილებით განსაზღვრული პარკების ნიშანდების წესში, კერძოდ:

2022 წლის 1 სექტემბრიდან, შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის იმპორტისას, პარკის მწარმოებლის, პარკის სისქისა და შემადგენლობის მითითებასთან ერთად დატანილი უნდა იყოს - საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და შესაბამისი საქონლის ან პროდუქტის სასაქონლო ნიშანი, ასევე შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკის დამკვეთი (საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით). ცვლილებით, ასევე დაზუსტდა პარკის ზომები და მათი გაზომვის მეთოდი. კერძოდ, პარკის ზომებს 45X70 სანტიმეტრის ნაცვლად მიეთითება არანაკლებ 45X100 სმ და მისი გაზომვა ჩასაკეცი პარკის შემთხვევაში მოხდება ჩაკეცილ მდგომარეობაში.

ხოლო, 2023 წლის 1 ივნისიდან, ნარჩენებისთვის (ნაგვისთვის) განკუთვნილ პლასტიკის პარკის იმპორტისას პარკზე დატანილი პარკის მწარმოებლის, პარკის სისქისა და შემადგენლობის მითითებასთან ერთად ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს წარწერა - ნარჩენებისთვის",-ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები