მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი თავგადასავალი იწყება არგაჩერებით - საქართველოს ბანკის პროგრამა „ლიდერატორის“ მონაწილე ნინი ბუზიაშვილი

644263bb5e2f6
BM.GE
21.04.23 14:19
772
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 2017 წლიდან ახორციელებს სტუდენტური დასაქმების პროგრამა - „ლიდერატორს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება და პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან კარიერულ ცხოვრებაში.

ლიდერატორის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 378-მა საუკეთესო სტუდენტმა მიიღო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა 84%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.

პროექტში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ჩვენ ლიდერატორის მონაწილე, ნინი ბუზიაშვილი გაგვესაუბრა.

„ლიდერატორი ჩემთვის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა კარიერულ განვითარებაში, რადგან სწავლის პარალელურად მომცა არა მხოლოდ კორპორატიულ გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობა“, - გვიყვება ნინი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია.

ამბობს, რომ ლიდერატორის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით უნივერსიტეტში შეიტყო და მაშინვე გაუჩნდა ინტერესი, მონაწილეობა მიეღო პროექტში.

„ვფიქრობ, ლიდერატორი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანი პროექტია, რადგან ბევრისთვის პირველ სამსახურს წარმოადგენს. რაც მთავარია, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო განრიგზე, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მუშაობის პარალელურად, მაღალი აკადემიური მოსწრებაც შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს ნინი.

ამბობს, რომ პროექტის როტაციული პრინციპი ახალგაზრდებს ეხმარება, საკუთარი უნარები განსხვავებული მიმართულებებით გამოსცადონ, რაც ლიდერატორს კიდევ უფრო მეტად ღირებულს და მნიშვნელოვანს ხდის.

როგორც გვიყვება, როტაციის ფარგლებში, მას პირველი შეხება დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) მიმართულებით ჰქონდა. მეორე როტაცია Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებით გაიარა, მესამე კი - Solo Business Development-ში.

„ჩემთვის სამივე როტაცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. შევიძინე განსხვავებული გამოცდილებები და გავაკეთე ახალი აღმოჩენები. რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ სამივე მიმართულებას ჰქონდა გადაკვეთის წერტილი, დამეხმარა უკეთ დამენახა საერთო სურათი“, - განმარტავს ნინი და ამატებს, რომ საქართველოში, Solo Business Development-ის, ისევე როგორც Galt&Taggart-სა და Wealth Management-ის მიმართულებით სტაჟირების გავლა უნიკალური გამოცდილებაა.

„ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო მენტორის მიდგომა, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა გვანდო და თავიდანვე სრულფასოვან თანამშრომლებად გვაგრძნობინა თავი“, - ამბობს ნინი.

აღნიშნავს, რომ როტაციების დასრულებისა და 8 თვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ მან 3 პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შეთავაზება მიიღო. თუმცა, არჩევანი Wealth Management-ის მიმართულებაზე გააკეთა და დღეს საერთაშრისო კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ამპლუაში აგრძელებს მუშაობას.

ნინი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ლიდერატის პროგრამაში და აღმოაჩინონ საკუთარი თავი.

„ლიდერატორი ნიშნავს, მენტორისა და გუნდის სახით გვერდზე გყავდეთ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც მთელი პროგრამის განმავლობაში თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებენ. შესაბამისად, მომავალი მონაწილეებისთვის, ჩემი რჩევა ასეთი იქნება: თუკი ხართ მიზანდასახული, ცნობისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, გიყვართ სიახლეები და ახალი ადამიანების გაცნობა, მაშინ გირჩევთ, თქვენი კარიერული თავგადასავალი სწორედ აქედან დაიწყოთ, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და როგორც საქართველოს ბანკი გვეუბნება - არ გაჩერდეთ“, - ამბობს ნინი.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები