მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი წლიდან საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე - შალვა პაპუაშვილი

61c5da146709a
ინგა მურუსიძე
24.12.21 18:31
762

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება დღეს გააჟღერა.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პაპუაშვილმა მან პარტიას და პირადად კახა კუჭავას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ახალი წლიდან საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლამდე მოხდეს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის დაახლოება ევროკავშირთან და ეს ამოცანები იქნება ამ პარლამენტის გადასაწყვეტი.

გარდა ამისა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი. რთულია ეს შესრულდეს ოპოზიციის ჩართულობის გარეშე და ოპოზიციის ჩართვა ამ პროცესებში იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები