მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდიის მთავრობას სურს კოვიდ-ვაქცინით ყველა მოქალაქე უზრუნველყოს

5fdb3bd6dfd70
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.20 21:48
844
ახალი ზელანდია ვაქცინის დამატებით დოზებს AstraZeneca-სგან და Novavax-ისგან შეიძენს. ქვეყნის პრემიერ-მინსიტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, მთავრობის მიზანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველა მოქალაქე აიცრას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული გარიგების ფარგლებში ახალი ზელანდია 7.6 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს AstraZeneca-სგან და 10.72 მილიონ დოზას Novavax-ისგან, რაც სავარაუდოდ 5.36 მილიონი მოქალაქის ასაცრელად იქნება საკმარისი.

„ჩვენ ჯამში უკვე ვთანამშრომლობთ ოთხ ფარმაცევტულ კომპანიასთან და გვექნება სხვადასხვა ვაქცინის ტიპები. ჩვენ იმაზე მეტი დოზა ვაქცინა დავარეზერვეთ, რაც საჭიროა მთლიანი მოსახლეობის ასაცრელად. ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტი მიენიჭებათ სამედიცინო პერსონალს და რისკ-ჯგუფებს. ჩვენი ვარაუდით, ვაქცინაცია 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება“, - განაცხადა ჯასინდა არდერნმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები