მსოფლიოს მასშტაბით ახალმა კორონავირუსმა დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობით გაუსწრო 2003 წელს მომხდარი Sars-ის ეპიდემიას, რომელიც მაშინ 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც ცნობილია, მაშინ Sars-ით დაინფიცირების 8100 შემთხვევა დაფიქსირდა, ახალი კორონავირუსის შედეგად კი უკვე 10 000 ადამიანია დაინფიცირებული. მათგან 100-ზე მეტი შემთხვევა ჩინეთის გარეთ 22 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 213-ს შეადგენს.
რაც შეეხება Sars-ის ვირუსს, 17 წლის წინ ეპიდემიას სულ 774 ადამიანი ემსხვერპლა.
Sars-იც კორონავირუსის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც 2002 წელს ჩინეთში გუანდუნის პროვინციაში გამოავლინეს, ეპიდემია 2003 წლის ივლისამდე გაგრძელდა.