მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლაა ის დრო, როცა მისაღები გამოცდების არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს"

5e8b661071baa
თათია ჩაფიჩაძე
06.04.20 23:00
863
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ უნივერსიტეტებში მიღება სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს და არსებულ საგამოცდო სისტემაში ცვლილებები უნდა შევიდეს.

„ეს ვითარება ააშკარავებს იმ ნაკლს, რაც გამოცდების სისტემას აქვს და რაზეც ბევრი წელია საუბრობენ ექსპერტები. არ შეიძლება მხოლოდ ერთი კრიტერიუმით წყდებოდეს უნივერსიტეტში მოხვედრა, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ახლა გადაიხედოს ეს სისტემა. უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ საშუალება თავად შეარჩიონ სტუდენტები სხვადასხვა კრიტერიუმებით, ეს შეიძლება იყოს მათ მიერ წარდგენილი მასალები, გასაუბრებები, რომელიც შეიძლება ჩაიწეროს, დღევანდელი ვითარება აჩენებს რომ დისტანციურად ეს შესაძლებელია. ჩემი შეფასებით, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი.“ - განაცხადა ჯანაშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები