ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს, - ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი, დეტალურად იქნება განხილული.
ინფორმაციისთვის, შეხვედრა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. ამავე დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია აქვთ ჩანიშნული.