მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზარაშვილი თურქეთის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

6229ca82208e1
BM.GE
10.03.22 13:50
260
ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე
განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად
შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები