მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში სუროგაციასა და ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამებიც იკრძალება

6487159d5a5c8
BM.GE
12.06.23 16:48
553
“ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სუროგაციასთან ან ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეთავაზება და რეკლამები, ეს სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება და მოისპობა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების უცხოელებისთვის აკრძალვის შესახებ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით შვილის გაჩენა. ასევე, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. ანუ, მთლიანად იკეტება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და არა როგორც აქამდე იყო. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა პრობლემას აჩენდა, იგივე, ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო. 

ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობა, სხვა ყველა ის არაეთიკური თუ მიუღებელი ფორმა, რაც შეიძლება ამ საკითხს თან ახლდეს. კანონშივეა ჩანაწერი, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ყველანაირი რეკლამა იკრძალება. ხშირად შეგხვედრიათ ალბათ სხვადასხვა შეთავაზება და რეკლამები სუროგაციასთან დაკავშირებული, ან ინვიტრო განაყოფიერებასთან, ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარლამენტს გადაეგზავნება მიმდინარე კვირაში და სავარაუდოდ, შემოდგომაზე დამტკიცდება, რათა 2024 წლის პირველ იანვარს შევიდეს ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები