მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას - ალი ასადოვი

აზერბაიჯანი

ისტორიულად, აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობენ და აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური განვითარებაში და ასევე კიდევ კულტურული ურთიერთ-მიმოცვლის გაძლიერებაში ევროპასა და აზიას შორის - ამის შესახებ დღეს გამართულ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა აბრეშუმის გზის აღდგენას მხარი პირველად ერთობლივად დაუჭირეს.

მისი თქმით, აღნიშნული კონფერენციის შედეგად, ევროკავშირის ტრასეკას პროგრამის საფუძველზე, ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების შეთანხმებები განიხილეს, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაში წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორის არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა და ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი.

აზერბაიჯანის პრემიერი რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, შუა დერეფნის გავლით ტრანსპორტირებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უწყობს ხელს.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო. ამ რეგიონულ პროექტებს შორის შეიძლება დავასახელოთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რასაც შედის TANAP და TAP და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი.

ინვესტიციების შედეგად, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა, კონკრეტულად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ ათასობით კილომეტრის გზა გავიყვანეთ და რკინიგზაც. ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო ავტოპარკი და ფლოტები, ასევე შევქმენით ეკონომიკური ზონაც ალატაში. რა თქმა უნდა ამ ინიციატივით შესაძლებელი გახდა, რომ ქვეყანას დაეკმაყოფილებინა მზარდი მოთხოვნები შუა დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებაზე. და გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები და ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები