მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ლონდონის გეტვიკის აეროპორტში $67 მილიონის ინვესტიციას დებს

გეტვიკი

აზერბაიჯანის სუვერენული სიმდიდრის ფონდი ლონდონის რიგით მეორე უმსხვილეს, გეტვიკის საერთაშორისო აეროპორტში 67 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული SOFAZ-ის საინვესტიციო პარტნიორი Global Infrastructure Partners-ი იქნება, რომელიც პლანეტის უმსხვილესი აქტივების მმართველი ჰოლდინგის, BlackRock-ის შვილობილია.

SOFAZ-ის სახელით ცნობილი სიმდიდრის ფონდის დანიშნულება ნავთობიდან და გაზიდან მიღებული მოგების სხვა ალტერნატიულ აქტივებში ინვესტირებაა, რათა აზერბაიჯანის ეკონომიკამ დივერსიფიცირება შეძლოს, როგორც ამას ყველა სხვა მსგავსი სახელმწიფო ცდილობს.

სუვერენული სიმდიდრის ფონდის პორტფელის უდიდესი ნაწილი დასავლურ ქვეყნებზე მოდის, აქტივებს შორის კი თითქმის ყველაფერს შეხვდებით: აეროპორტებით დაწყებული, აქციებით თუ მზის სადგურებით დამთავრებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები