მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ომისთვის უნდა იყოს მზად - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი
BM. GE
23.08.25 16:18
3085

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ომისთვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე, ქაოსურ მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება მთლიანად ძლიერ ჯარზე უნდა იდგეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან გლობალური მოვლენები შეუძლებელს ხდის იმის პროგნოზირებას, თუ რა მოხდება ხვალ“, - განაცხადა ალიევმა.

ქალბაჯარის რეგიონში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას ალიევმა სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში აზერბაიჯანული ჯარის როლზე ისაუბრა და ჯარისკაცები თავდადებისთვის შეაქო. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქვეყანა ნებისმიერ სახის პროვოკაციისთვის უნდა იყოს მზად და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ნებისმიერ არაკეთილისმოსურნეს მწარედ აზღვევინებს.

აზერბაიჯანულ ჯარზე საუბრისას ალიევმა 2020 წლის ყარაბაღის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სიძლიერე ყველაზე კარგად სწორედ მაშინ გამოჩნდა. მისი თქმით, ფრონტის ხაზზე წარმატება განვითარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, თანამედროვე დრონებმა, ძლიერმა არტილერიამ და უძლიერესმა მოიერიშე თვითმფრინავებმა მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები