თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეუღლესთან, ემინე ერდოღანთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად ქალაქ ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაული მოეწყო. მაღალი რანგის სტუმრებს აეროპორტში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ქვეყნის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა დახვდნენ.
ფუზულიდან ლიდერები შუშაში გაემგზავრნენ, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება.
ერდოღანის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში 8 ნოემბერს, „ყარაბაღის ომში გამარჯვების დღის“ აღნიშვნას ემთხვევა. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და რეგიონული თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
























