მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი "OPEC+"-ის შეთანხმებას 2025 წლის ბოლომდე შეუერთდა

აზერბაიჯანი ბაქო

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მონაწილეობა მიიღო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მინისტრთა 37-ე შეხვედრაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა Trend-ს აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არსებული „თანამშრომლობის დეკლარაციის“ მოქმედების გაგრძელების შესახებ 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც Trend-ი წერს, გადაწყვეტილება ითვალისწინებს მომავალ წელს "OPEC+"-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას.

ახალი გადაწყვეტილებით, მომავალ წელს აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური კვოტა - 551 ათასი ბარელი უცვლელი დარჩება.

"OPEC+"-ის შემდეგი შეხვედრა 1 დეკემბერს არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები