მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OPEC-მა ნავთობის მიწოდების გაზრდა გადაწყვიტა

OPEC

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას ზრდის. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აპრილიდან ნავთობის დღიური მიწოდება ეტაპობრივად გაიზრდება იქამდე, სანამ დღიური კორექციის მაჩვენებელი 2.2 მილიონ ბარელს არ მიაღწევს.

ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოს - საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან, რომელსაც, თავის მხრივ, აშშ-ის და ევროკავშირის ზეწოლა განაპირობებს.

გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებდნენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკამ და აშშ-ის მთავრობის მკაცრმა პოზიციამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო და ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სამან ალ-საუდმა პოზიცია შეცვალა.

ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული.

მართალია, მიწოდების გაზრდა ნავთობის გაიაფებას და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსური სარგებლის მოცულობას შემცირებას გამოიწვევს, თუმცა, როგორც ჩანს, საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს ამჟამად სხვა პრიორიტეტები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები