მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანიდან ინვესტიციები 5-წლიან მაქსიმუმზეა - FDI რიცხვებში

საქართველო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს საინვესტიციო კლიმატს დადებითად აფასებს. საინვესტიციო ურთიერთობები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, „საქართველოში შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატია“.

როგორია აზერბაიჯანიდან FDI-ის დინამიკა?

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მეზობელი აზერბაიჯანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 90-იანი წლების ბოლოდან იწყება, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კი 2015-2017 წლებში დაფიქსირდა.

აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციებით გამორჩეული იყო 2015 წელი, როდესაც რეკორდული 582 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება გასულ წელს, აზერბაიჯანი ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აზერბაიჯანიდან 54 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა, რაც ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმია. ამასთან, საკმაოდ მაღალი, 3018%-იანი ზრდაა 2022 წელთან შედარებით.

უფრო დეტალურად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გასული 10 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2014 წელი - $341 მლნ;
  • 2015 წელი - $582 მლნ;
  • 2016 წელი - $555.1 მლნ;
  • 2017 წელი - $461 მლნ;
  • 2018 წელი - $247 მლნ;
  • 2019 წელი - $39 მლნ;
  • 2020 წელი - ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -16.$3 მლნ იყო;
  • 2021 წელი - $3.4 მლნ;
  • 2022 - $1.7 მლნ;
  • 2023 – $54 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები