მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის განრიგს ავრცელებს

სს

აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის განრიგს ავრცელებს. Azərbaycan Dəmir Yolları-ს ინფორმაციით, მატარებელი ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღე იქნება:

გასვლა ბაქოდან 23:10 საათზე და თბილისამდე ჩამოსვლა, მეორე დღეს 08:41 საათზე.

გასვლა თბილისიდან 21:00 საათზე და ბაქოში ჩასვლა მეორე დღეს 06:24 საათზე.

"მატარებელი აზერბაიჯანში ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარის, ევლახის, განჯის, აღსტაფასა და დიდი კასიკის სადგურებზე გაჩერდება, საქართველოს ტერიტორიაზე კი გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე.

თემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას", - წერს აზერბაიჯანის რკინიგზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები