მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აზერბაიჯანისთვისაც მისაღები იქნება ეს [ანაკლიის] პორტი“ – ალი ბაბაევი

ანაკლიაა

„რა თქმა უნდა, აზერბაიჯანსაც აქვს ინტერესი ამ პროექტში ჩაერთოს“ – ასე უპასუხა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რატომ დაინტერესდა პრეზიდენტი ალიევი ანაკლიის პროექტით მას შემდეგ, რაც შერჩევის ერთი ეტაპი უკვე დასრულებულია.

მინისტრი საათის ფორმატში, ვიცე–პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი.

მისივე ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს. როგორც დავითაშვილმა თქვა, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი.

„ანაკლიის პროექტი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია – არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთლიანად – რეგიონისთვის – ამბობს ალი ბაბაევი „ანალიტიკა“–სთან – რა თქმა უნდა, აზერბაიჯანსაც აქვს ინტერესი ამ პროექტში ჩაერთოს. ალბათ მიდის მოლაპარაკებები“.

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის თქმით, ყულევის ტერმინალი პროექტით გათვალისწინებულ ანაკლიის პორტთან ახლოა, რაც შეიძლება ტვირთგამტარუნარიანობისთვის დამატებული ღირებულება აღმოჩნდეს.

„თუ გაფართოვდება ყულევის ტერმინალი მაშინ ეს ნავთობპროდუქტები ყულევიდანაც და ანაკლიის პორტიდანაც ექსპორტზე გავიდეს საზღვარგარეთ სხვა ქვეყნებში. აზერბაიჯანისთვისაც მისაღები იქნება ეს პორტი,“ – ამბობს ალი ბაბაევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები