აზერბაიჯანისა და პაკისტანის მთავრობებს შორის თხევადი გაზით ვაჭრობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის მსგავსიც ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა.
შეთანხმების თანახმად, ყოველ თვე აზერბაიჯანის მთავრობა პაკისტანს LNG-ის პარტიას შესთავაზებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად უნდა იქნეს ხელმისაწვდომი. პაკისტანის მთავრობას უფლება ექნება, შემოთავაზებული ფასი განიხილოს და ახსნა-განმარტების გარეშე მიიღოს ან უარყოს იგი.
შესყიდვაზე უარის განცხადების მიუხედავად, აზერბაიჯანი მაინც ვალდებული იქნება, შეთავაზება მომდევნო თვესაც ხელახლა გააკეთოს და პაკისტანის პასუხს ხელახლა დაელოდოს.
როგორც აზერბაიჯანის მთავრობა განმარტავს, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, რითაც აზერბაიჯანი დამატებით სარგებელს მიიღებს.
როგორც ექსპერტების განმარტავენ, უშუალოდ ამ შეთანხმებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ პაკისტანი მიიღებს, თუმცა აზერბაიჯანის მთავრობა პაკისტანიდან სარგებლის მიღებას სხვა შეთანხმების საფუძველზე გეგმავს, რომელიც გაზის მიწოდებასთან საერთოდ არ იქნება დაკავშირებული.