მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი ე.წ. “პრეზიდენტი” დააკავა

ყარაბაღი

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი “ლიდერი” დააკავა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და ბაქოში გადაიყვანა არაიკ არუთუნიანი, რომელიც 2020-2023 წლებში მთიანი ყარაბაღის ე.წ. “პრეზიდენტი” იყო.

ასევე დაკავებულია არკადი გუკასიანი, რომელიც 1997-2007 წლებში მთიანი ყარაბაღის ე.წ. “პრეზიდენტი” იყო. 

ასევე დაკავებულია ბაკო სააკიანი, რომელსაც ე.წ. “პრეზიდენტის” თანამდებობა 2007-2020 წლებში ეკავა.

ბოლო მონაცემებით, ყარაბაღის რეგიონი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომელზე კონტროლიც აზერბაიჯანმა სრულად დაამყარა.

აზერბაიჯანმა რეგიონზე შეტევა 19 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებდა. 

აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულად თვლიდა და ითხოვდა მათ დაბრუნებას. წლების განმავლობაში რეგიონის გარშემო ორი ქვეყნის დაპირისპირება ორი ომით დასრულდა. 2020 წელს 40-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა რეგიონის გარკვეულ ტერიტორიასა და მის მომიჯნავე შვიდ რაიონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები