მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა რუსეთთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებები გააუქმა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. კულტურული ღონისძიებების გაუქმების მიზეზი ეკატერინბურგში ჩატარებული რეიდებია, რომლის დროსაც აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო X-ზე წერს, რომ კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები გაუქმდა „რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებების გამო".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა, 50-მდე პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები 60 წლამდე პირები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები