მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ, 3 თვით გადაავადა

azerbaijan

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნის თარიღმა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2024 წლის 2 იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე გადაიწია.

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მიხედვით აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვის - საზღვრის გახსნის კიდევ ერთხელ გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქოში აცხადებენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები